ქურდითბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, 24 წლის ანტონი ს. 2011 წლიდან თბილისის ეროპორტში ბარგის მტვირთავად მუშაობდა. ბრალდებული კონტეინერში მგზავრთა ბარგის ჩატვირთვისას, ფარულად დაეუფლა დანიის მოქალაქის ბარგში არსებულ, 300 ევროს ღირებულების „სამსუნგის“ ფირმის ციფრულ ფოტოაპარატს, რითიც მოქალაქეს მნიშნელოვანი ზიანი მიადგა.
ასევე დადგინდა, რომ ანტონი ს. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სისტემატურად იპარავდა საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში მიმავალ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილ პირად ნივთებსა და ელექტროტექნიკას.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ანტონი ს. ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.
დაკავებულს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.