ამიერიდან თბილისის აეროპორტს ეწოდოს „უძინართა მზე“- სლოგანით – „ვაფრენ“ – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინა ინიციატივით გამოდის, ვალენტინობის დღის აღსანიშნავად თბილისის საერთაშორისო აეროპორტს „უძინართა მზე“ ეწოდოს და კიდევ ერთი ფუნქციის შეთავსებაზე – წყვილების ფარული დათვალიერების შესახებ, facebook -ზე წერს.

 

“უძინართა იმიტომ, რომ ისეთ დროს არის რეისები, რომ წესით მე-9 სიზმარს უნდა ხედავდე. მზე-კი, იმიტომ რომ ერთადერთ მნათობია ძილბურანიდან ვერგამოსული ადამიანისთვის. პირგასამტეხლო გამიგია, თავსატეხი-გამიგია, აი ძილგასამტეხლო-არა! ამას წინებზე ფილმს ვუყურე, მილა იოვოვიჩს, რომ ზომბები დასდევენ, „კაკრაზ“ ჩვენი აეროპორტიც იმ ფილმის მასოვკას ჰგავს. ისე, მოდით და ყველაფერში პოზიტივი ვეძებოთ! აი მაგალითად, ყმაწვილ კაცს ყმაწვილი ქალი მოსწონს, სად ნახოს მისი ნამდვილი სახე? სად და გამთენიისას აეროპორტში! აი სად ვერ წვდება ვიზაჟ-სასწაული! რატომ? იმიტომ რომ, ღამენათევზე მაკიაჟი რაცხა უადგილოა და თუ მაინც არის, მაშინ ის ქალია უადგილო! ასე მარტივად წყდება პრობლემა, მაშ ასე გამოვდივარ ინიციატივით თბილისის აეროპორტმა კიდევ ერთი ფუნქცია იკისროს: წყვილების ფარული დათვალიერება, „ტიუნინგის და ნავაროტკის“ გარეშე. მოკლედ ტექ. დათვალიერება. და ამიერიდან თბილისის მრავალფუნქციურ აეროპორტს ეწოდოს „უძინართა მზე“-სლოგანით-„ვაფრენ“- რაც შემდეგნაირად იშიფრება: „ვალენტინ-აეროპორტი“ ფერუმარილ რენტგენოგრაფით, ეფექტური ნიუ-ლაივისთვის”, – წერს მოროშკინა.

Читайте также:  “ფლაი ჯორჯიას” თანამშრომლები კომპანიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავენ