APG Georgia ავია სააგენტოებისთვის ახალი პროდუქტის, APG IET დანერგვას იწყებს. ახალი სერვისის პრეზენტაცია 20 იანვარს გამართა. პრეზენტაციას ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტის და 120 ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, APG წარმოადგენს მსოფლიო ქსელს, რომელიც ავიაკომპანიებისათვის პროდუქტებსა და სერვისებს ქმნის. დღევანდელი მონაცემებით და მსოფლიოს მასშტაბით APG-ის პარტნიორი ავიაკომპანიების რიცხვი 390-ს აღწევს, რაც ყოველწლიურად იზრდება. კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ახალი სერვისის – APG IET-ს გამოყენებით, ავია სააგენტოები მგზავრებს შესთავაზებენ მსოფლიოში მოქმედი ყველა ავიაკომპანიის ბილეთის შეძენა საქართველოდან განახორციელონ. პროდუქტის ფარგლებში APG Georgia ავია სააგენტოებს საქართველოს ოფისის მეშვეობით, ადგილობრივ მხარდაჭერას სთავაზობს.

Читайте также:  ქართული ავიაბაზარი უცხოელებმა ”დაიპყრეს”