ავიაკომპანია WIZZ AIR – წლის შედეგს აჯამებს

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WIZZ AIR-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ვარადი დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთწლიანი თანამშრომლობის შედეგებს შეაჯამებს და პრეზენტაციას გამართავს. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, პრეზენტაცია ხვალ, 16 იანვარს, 15:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართება. უწყების ინფორმაციით, პრესკონფერენციას დაესწრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე, ავიაკომპანია WIZZ AIR-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ვარადი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია და უნგრეთის ელჩი საქართველოში. სამინისტროს ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ვარადი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორ ქეთი ალექსიძესთან.

Читайте также:  შპს „ავიასერვისი“, რომელიც თბილისი–მესტიის მიმართულებით დაფრინავს, ივანიშვილის ოჯახის საკუთრება აღმოჩნდა