ბაზრის ლიდერი „თურქიშ ეარლაინსია“

2013 წელს ქართულ ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიებიდან ყველაზე მეტი მგზავრი „თურქიშ ეარლაინსმა“ გადაიყვანა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წელს რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების 19% აღნიშნულ თურქულ ავიაკომპანიაზე მოდის.

გადაყვანილი მგზავრების რიცხოვნების მიხედვით მეორე ადგილზეა „აირზენა”, რომელმაც 2013 წელს 165 173 მგზავრი გადაიყვანა, რაც საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილი მგზავრების 12%-ია.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები” 2013 წელს საქართველოს აეროპორტებში მოემსახურა და დანიშნულების ადგილზე გადაიყვანა 147 623 მგზავრს, რაც საერთო რაოდენობის 11 %-ია.

Читайте также:  შპს „ავიასერვისი“, რომელიც თბილისი–მესტიის მიმართულებით დაფრინავს, ივანიშვილის ოჯახის საკუთრება აღმოჩნდა