ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებით მუშაობს

2014 წლის, 29 იანვრს უამინდობის გამო 4 რეისი ვერ შესრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ვერ მიიღო ვარშავიდან მომავალი თვითმფრინავი და ის ქუთაისში დაეშვა. “პეგასუსის” ლაინერი სტამბულიდან არ გამოფრინდა, ხოლო ავიაკომპანია “თურქიშ ეარლაინსის” თვითმფრინავი უკან, სტამბულში დაბრუნდა.

თბილისიდან ანკარაში გადაფრინდა და მიუნხენში დაბრუნდა ავიაკომპანია “ლუფთჰანზას” რეისიც. გადაიდო ის რეისებიც, რომლებიც თბილისიდან უნდა შესრულებულიყო. როგორც მგზავრები აღნიშნავენ, აეროპორტში განუცხადეს, რომ გადადებული რეისები ამინდის გაუმჯობესების შემდეგ შესრულდება. 

Читайте также:  შპს „ავიასერვისი“, რომელიც თბილისი–მესტიის მიმართულებით დაფრინავს, ივანიშვილის ოჯახის საკუთრება აღმოჩნდა