ხვალ შესაძლოა, თბილისის აეროპორტის პარალიზება მოხდეს

კომპანია “ჯორჯიან ეარვეიზი” ხვალ საღამოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სრული პარალიზებით იმუქრება. როგორც ჟურნალისტებს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, იასე ზაუტაშვილმა განუცხადა

 

თუ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, ისინი ხვალ საღამოს აეროპორტის პარალიზებას მოახდენენ. 

 

კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ამ წუთებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი შვიდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ეს მოთხოვნებია: სასწრაფოდ გაუქმდეს რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილი 8 ივლისის ნოტა, რომლითაც რუსეთის ავიაკომპანიებს მიენიჭათ შეუზღუდავი უფლება თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებზე; რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლა აღდგეს იმ პირობებით, რაც იყო ფრენების შეწყვეტამდე 2006 წლის ნოემბრამდე; რუსეთთან მოლაპარაკებები ჩატარდეს საქართველოში და განიხილონ მომავალი წლის ზაფხულის პერიოდის ფრენების განრიგი და რუსეთის სხვა ქალაქებში ფრენების შესაძლებლობა; დაუყოვნებლივ მიღებული იქნას გადაწყვეტილება ავიაციის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსგან გამოყოფის შესახებ და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ უწყებად, როგორც ეს მიღებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, რადგან ეკონომიკის სამინისტრო გახდა თავკომბალა და ის რეალურად ვერ ახდენს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც საავიაციო კომპანიებს აქვთ; სააგენტოდან გათავისუფლებული იქნეს წინა ხელისუფლების მიერ დანიშნული კადრები; სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დაკომპლექტდეს კვალიფიციური კადრებით; 

Читайте также:  ”აეროფლოტს” რუსეთის ხელისუფლებამ თბილისში პირდაპირი რეისების შესრულებაზე უარი უთხრა

 

შეიცვალოს ის ნორმატიული აქტები, რაც მიღებული იქნა წინა ხელისუფლების მიერ და ეწინააღმდეგება ქართული ავიაკომპანიების ინტერესებს; სასწრაფოდ აღუდგეს ჯორჯიან ეარვეიზს” ფლაგმანის სტატუსი, რომელიც უსაფუძვლოდ გააუქმა წინა ხელისუფლებამ.

 

როგორც ზაუტაშვილმა განაცხადა, აეროპორტი არის თურქული კომპანიის მფლობელობაში, საჰაერო ცა გადადის რუსული კომპანიების მფლობელობაში და რეალურად ქართულ საავიაციო კომპანიებს არავითარი ადგილი აღარ რჩებათ ქართულ საჰაერო სივრცეში. 

 

“ჩვენ აღარანაირი ადგილი აღარ გვრჩება, აეროპორტი არის თურქულ მფლობელობაში, ცა გადადის რუსულ მფლობელობაში და ჩვენი ადგილი, ასე გამოდის, რომ რეალურად აღარ არის. შესასვლელ-გამოსასვლელებზეც კი პრობლემებს გვიქმნიან”, – განაცხადა ზაუტაშვილმა.

 

მისივე თქმით, დღეს ისინი მართავენ გამაფრთხილებენ აქციას, ხვალ კი აქციებს მთავრობის ადმინისტრაციასთან გააგრძელებენ.

 

 

Читайте также:  შპს „ავიასერვისი“, რომელიც თბილისი–მესტიის მიმართულებით დაფრინავს, ივანიშვილის ოჯახის საკუთრება აღმოჩნდა

 

 

 

“ინტერპრესნიუსი”