უკრაინაში არეულობების მიუხედავად საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების მსურველთა რაოდენობა იზრდება

უკრაინაში არსებული არეულობების მიუხედავად საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების მსურველთა რაოდენობა იზრდება. ოფიციალური სტატისტიკით მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში უკრაინაში 44 ათასზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 34%–ით მეტია.

თვეების მიხედვით სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქართველი მგზავრები ყველაზე დიდი ოდენობით უკრიანას გასული წლის ნოემბრეში ეწვივნენ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, წელს უკრაინის მიმართულებით 1500 ფრენა განხორციელდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებითაც, ამ ეტაპზე უკრიანაში მიმდინარე არეულობებს საქართველოს ტურიზმის სექტორზე გავლენა არ მოუხდენია და უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია. უკრიანაში არებულობები გასული წლის ნოებრში დაიწყო – მაშინ, როცა უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვა.  საპროტესტო გამოსვლებს ხელისუფლების შეცვლა და ყირიმში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია მოჰყვა. 

Читайте также:  უკრაინის ქალაქ ოდესას და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა განახლდება