flydubai ქართველ მგზავრებს დუბაის საერთაშორისო ფესტივალზე ეპატიჟება, რომელიც 2014 წელს 2 იანვრიდან 2 თებერვლამდე ჩატარდება დუბაიში.
1996 წლიდან მოყოლებული დუბაის შოფინგ ფესტივალი შუა აღმოსავლეთის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ ფესტივალად ჩამოყალიბდა. საერთაშორისო ფესტივალი მოიცავს განსაკუთრებულ შემოთავაზებებს, ფასდაკლებებს, ფეშენ შოუებს, გამოფენებს და სპეციალურ ღონისძიებებს მთელი ოჯახისთვის. განსაკუთრებით საინტერესოა დუბაის მსოფლიო თასი, ღონისძიებები გლობალ ვილიჯში და კარნავალი, რომელიც შოუს განმავლობაში დუბაის სხვადასხვა მოლში მთელი ქალაქის მაშტაბით ეწყობა.
თბილისიდან სამი საათის ფრენის მანძილზე დუბაი საშუალებას აძლევს ქართველ მგზავრებს შეხვდნენ ახალ წელს აღმოსავლეთის ულამაზეს ქალაქ დუბაიში. ავიაკომპანია flydubai–მ თბილისის მიმართულებით ფრენები 2011 წელს დაიწყო და თავის მხრივ პირველი გადამზიდავი გახდა, რომელმაც ერთმანეთს დააკავშირა არაბეთის გაერთიანებული საამიროები და საქართველო. კომპანიამ ფრენების შესრულება ორი რეისით დაიწყო და ამ ეტაპზე კვირაში ოთხ რეისს ასრულებს. მხოლოდ მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებლით (იანვარი–ნოემბერი) ავიკომპანიის მგზავრთა ნაკადი თბილისის მიმართულებით 35%ით გაიზარდა.
ბილეთის ფასი დუბაის მიმართულებით 350$–დან იწყება და მისი შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალური ვებ გვერდის www.flydubai.com ის მეშვეობით, ან ავიაკომპანიის ოფიციალური დისტრიბუტორიკომპანია„დუბაი.ჯის“(www.dubai.ge) დახმარებითაც შეგიძლიათ