მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგი

ბრიტანული კვლევითი სააგენტო „სქაითრაქსის“ მიერ შედგენილი რეიტინგის თანახმად, მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანია სამხრეთკორეული „აზიან ეარლაინსია“.

ეს კომპანია, რომელსაც ადრე „სეულ ეარლაინსი“ ეწოდებოდა, 1988 წლიდან არსებობს. ამჟამად „აზიან ეარლაინსი“ გლობალური ავიაალიანსის, „სთარ ალიანსის“ წევრია და 13 შიდა და 81 საგარეო მიმართულებით ახორციელებს ფრენებს. ავიაკომპანიის შემადგენლობაში 69 ლაინერი შედის.

გასულ წელს სამხრეთკორეული ავიაკომპანია „აზიან ეარლაინსის“ მომსახურებით 100-მდე ქვეყნის 17,7 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა.

სააგენტო „სქაითრაქსის“ მიერ შედგენილ რეიტინგში მეორე ადგილზე სინგაპურული ავიაკომპანია „სინგაპურ ეარლაინსი“ გავიდა, მესამეზე – ახლოაღმოსავლური „კატარ ეარვეიზი“.

მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიათა ათეულში, ასევე, მოხვდნენ: „ქეთეი პესიფიკი“, „ეარ ნიუ-ზელანდი“, „ატიჰად ეარვეიზი“, „ქანთას ეარვეიზ ემირეითსი“, „ტაი ეარვეიზი“ და „მალაიზია ეარლაინსი“.

სააგენტო „სქაითრაქსის“ კვლევის თანახმად, მსოფლიოს მცირებიუჯეტიან ავიაგადამზიდთა შორის საუკეთესო კომპანია, უკვე ზედიზედ მეორე წელი „ეარაზიაა“, ყველაზე ეფექტური ავიაალიანსი კი – „ვანუორლდი“.

Читайте также:  “ფლაი ჯორჯიას” თანამშრომლები კომპანიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავენ

„სქაითრაქსის“ წარმომადგენელთა განცხადებით, მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგი, ავიამგზავრთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით, შედგა მსოფლიოს 800-მდე ქალაქში.

gurianews.ge