”ტურისტები 30-დღიან ვიზას პირდაპირ ჩვენს აეროპორტებში მიიღებენ. დაახლოებით, ექვსი თვე დაგვჭირდება ქვეყნის 26 ძირითად აეროპორტში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად
ასე რომ აღნიშნული შეღავათით ვიზიტორთა პირველ ნაკადი ოქტომბერში ისარგებლებს”, – განაცხადა ინდოეთის დაგეგმვის მინისტრმა, რაჯევ შუხლამ.
მთავრობა გეგმავს, ელექტრონული ვიზების გაცემის სისტემაც დანერგოს, კერძოდ, სპეციალური ვებ-გვერდი შექმნას, რომლის მეშვეობით ტურისტებს საშუალება ექნებათ, ვიზა წინასწარ მოითხოვონ და მოსაკრებელიც გადაიხადონ. შესაბამისად, ნებისმიერ აეროპორტში ის სამ დღეში მზად იქნება.
აღნიშნული ფაქტი ქვეყანაში ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.