ბიზნესმენი განმარტავს, რომ ირანში დაახლოებით 8 წელია არ ყოფილა და ირანული პასპორტიც არ აქვს, თუმცა საქართველოში საქმიანობის პრობლემები ექმნება. „ფლაი ჯორჯიას“ უცხოური მენეჯმენტი „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

როგორც ჰაუშენგ ჰოსეინფორი აცხადებს, მისი საბანკო ანგარიშები საქართველოში გაყინულია და სწორედ ამიტომ „ფლაი ჯორჯიას“ 100–მდე თანამშრომლისთვის ხელფასების გაცემა ვერ ხდება. შეგახსენებთ, რომ “ფლაი ჯორჯიას” თანამშრომლები მთავარი პროკურორის სახელზე კოლექტიური საჩივრის შეტანას გეგმავენ. საქმე ეხება კომპანიის მხრიდან 4-5 თვის გაუცემელ ხელფასებს. ჰაუშენგ ჰოსეინფორის განმარტებით, საბანკო ანგარიშები გახსნილი აქვს „ინვესტბანკში“, სადაც ამჟამად ეროვნული ბანკის ადმინისტრაციაა, ასევე აზერბაიჯანის განვითარების და კიდევ რამდენიმე ბანკში, თუმცა ანგარიშები ყველგან გაყინულია. ბიზნესმენი განმარტავს, რომ ირანში დაახლოებით 8 წელია არ ყოფილა და ირანული პასპორტიც არ აქვს, თუმცა საქართველოში საქმიანობის პრობლემები ექმნება. ჰოსეინფორის თქმით, „ფლაი ჯორჯიას“ გარდა სხვა მიმართულებითაც აქვს ბიზნესები და თუ სიტუაცია არ შეიცვალა 400–მდე ადამიანი უმუშევარი დარჩება და დაიკარგება ინვესტიციები. მისი განცხადებით, მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთანაც ჰქონდა და ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა ურჩიეს დალოდებოდა ვითარების შეცვლას. ცნობისთვის: გასული წლის ზაფხულში „ვოლ სთრით ჯორნალში“ იმ ირანული კომპანიების შესახებ დაიწერა, რომლებიც საქართველოში ფულის გათეთრებას ცდილობდნენ. ამ ჩამონათვალში მოხვდნენ „ინვესტბანკი“ და „ფლაი ჯორჯია“, ხოლო მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საბანკო სექტორში ირანელ ბიზნესმენებს პრობლემები შეექმნათ და ქართული ბანკებში მათი ანგარიშები გაყინული იყო. ავიაკომპანიას, რომელიც ქართულ ავიაბაზარზე 2011 წელს საკმაოდ რეზონანსულად შემოვიდა, პრობლემები მისი თვითმფრინავის ბრიუსელის აეროპორტში დაყადაღების შემდეგ შეექმნა, რის მიზეზადაც „ფლაი ჯორჯიას“ დავალიანება დასახელდა. ამ ეტაპზე „ფლაი ჯორჯია“ ფრენებს არ ახორციელებს.

Читайте также:  "ეარ ასტანა" რეისებს ამატებს