”ტურისტები 30-დღიან ვიზას პირდაპირ ჩვენს აეროპორტებში მიიღებენ. დაახლოებით, ექვსი თვე დაგვჭირდება ქვეყნის 26 ძირითად აეროპორტში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად

ასე რომ აღნიშნული შეღავათით ვიზიტორთა პირველ ნაკადი ოქტომბერში ისარგებლებს”, — განაცხადა ინდოეთის დაგეგმვის მინისტრმა, რაჯევ შუხლამ. 

მთავრობა გეგმავს, ელექტრონული ვიზების გაცემის სისტემაც დანერგოს, კერძოდ, სპეციალური ვებ-გვერდი შექმნას, რომლის მეშვეობით ტურისტებს საშუალება ექნებათ, ვიზა წინასწარ მოითხოვონ და მოსაკრებელიც გადაიხადონ. შესაბამისად, ნებისმიერ აეროპორტში ის სამ დღეში მზად იქნება. 

აღნიშნული ფაქტი ქვეყანაში ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

Читайте также:  flydubai - ის ახალი მიმართულება