ნადირაშვილი-ეკონომიკის მინისტრის მიერ შეძენილ 4 ბილეთში ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარი დაიხარჯა

არაჩვეულებრივი ციფრები, ეკონომიკის მინისტრის მიერ შეძენილ 4 ბილეთში ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარი დაიხარჯა-ამ ინფორმაციას „ერთანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

 

ირმა ნადირაშვილი ეკონომიკის მინისტრის , გიორგი კვირიკაშვილის სამივლინებო ხარჯებს ასაჯაროვებს. ნადირაშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, კვირიკაშვილმა სამ მივლინებაში — ნიუ-იორკში ორჯერ და ერთხელაც ასტანაში გამგზავრებისთვის თვითმფრინავის ბილეთებში 40 ათასი ლარი გადაიხადა.

 

«მისი ბილეთი ნიუ-იორკში და ვაშინგტონში დაჯდა 18, 764 ლარი. კიდევ ერთი ბილეთი აქვს მას შეძენილი გაეროს კლიმატის სამიტზე გამგზავრების დროს და ამ შემთხვევაშიც ბილეთში გადახდილია 12,732 და კიდევ ერთ უცნაური შემთხვევა — ეს არის ბატონი კვირიკაშვილის მივლინება ყაზახეთში, როდესაც მან ასტანაში გასაფრენი ბილეთი იყიდა 8,766 ლარად. ეს არ არის ჩვეულებრივი ბიზნესკლასის ბილეთები. ეს არის პირველი პრაიმკლასის ბილეთი, რომელიც ბიზნესკლასზე ძალიან მაღალია,“ — განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

Читайте также:  ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებით მუშაობს