თვითგამოცხადებული ნოვოროსიის საინფორმაციო სააგენტო «ნოვოროსია» ზაპოროჟიეს აეროპორტის დახურვის შესახებ სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს
სააგენტოს ცნობით 13 დეკემბერს ადგილობრივი დროით 23:30 წუთზე აეროპორტში შეერთებული შტატებიდან ორი სატრანსპორტო თვითმფინავი დაეშვა,
ორი საათის შემდეგ კი კიდევ ორი „ჰერკულესი“. ე.წ მეამბოხეების დაზვერვის მონაცემით ტვირთი, რომელიც თვითმფრინავებმა ჩამოიტანეს ყუთებშია და მიმდინარეობს მათი გადმოტვირთვა. შეგახსნებთ, რომ ამ ინფორმაციას საინფორმაცია სააგენტო «ნოვოროსია» აქვეყნებს, რომელიც პრორუსი სეპარატისტების და ბოევიკების საინფორმაციო საშუალებაა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ უკრაინაში ერთდროულად სამი აეროპორტი: ხარკოვი, დნეპროპეტროვსკი და ზაპოროჟიე უსაფრთხოების მიზნით დროებით დაიხურა.