რუსეთისა და უკრაინის მიერ ავიაკომპანიებისთვის დაწესებული ორმხრივი სანქციები ძალაში შევიდა, რის გამოც რუსეთსა და უკრაინს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა.
«მიუხედავად უკრაინის სახელმწიფო ავიასამსახრუსა და «როსავიაციას» შორის ბრიუსელში გამართული კონსულტაციებისა, 25 ოქტომბრიდან ძალაში შედის სანქციები, რომელიც უკრაინის კანონმდებლობის დამრღვევ რუსულ ავიაკომპანიებს დავუწესეთ», — განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი პივოვარსკიმ.
უკრაინის სანქციების 29 რუსულ ავიაკომპანიას შეექმნა, რომელთაგან 27 უკანონო ფრენებს ახორციელებდა ოკუპირებულ ყირიმში. უკრაინის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ რუსეთმა უკრაინული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.
უკრაინული მხარის განცხადებით, სანქციები მანამდე იმოქმედებს, ვიდრე რუსეთი უკრაინული ავიაკომპანიებისთვის დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებს.