ამოქალაქო ავიაციის სააგენტო 2013 წელს ქართული აეროპორტების მუშაობას აჯამებს. სააგენტოს ცნობით, გასული წლის განმავლობაში აეროპორტებმა მილიონ 833 842 მგზავრი გაატარეს, რაც 2012 წლის მონაცემებთან შედარებით 30,66%-თ გაზრდილი მაჩვენებელია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციითვე, გასულ წელს საქართველოს აეროპორტებიდან სულ 12 649 რეისია განხორციელებული, რაც 2012 წლის მონაცემებთან შედარებით 6,74%-ით გაზრდილი მონაცემია.
ბესიკ ქუთათელაძე