თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს ვეღარ იტევს

საქართველოში ტურიზმი მცირედით გაიზარდა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს ვეღარ იტევს. უკვე დიდი ხანია, აეროპორტში მრავალწუთიანი რიგები მგზავრთა უკმაყოფილებას იწვევს. ზოგადად აეროპორტი ისეა გადატვირთული, რომ ხანდახან დარბაზში სანთქვაც კი ჭირს. გარდა ამისა, მოუწესრიგებელია თავად დარბაზიც. მგზავრები ხშირად ჩივიან, რომ აეროპორტში წესრიგი აღარ არის, დარბაზში ისეთი ადამიანები ათევენ ღამეს, რომლებიც უსახლკაროების შთაბეჭდილებას ტოვებენ, ხშირად ნასვამ მდგომარეობაში მყოფნი. “ხშირად ვმგზავრობ და ადრე ასეთი უწესრიგობა თვალში არ მხვდებოდა. საერთაშორისო აეროპორტები ქვეყნის იმიჯს ქმნის და ძალიან მაწუხებს დღეს თბილსის აეროპორტში არსებული მდგომარეობა. ხალხმა მოიმატა, დარბაზში დგას საშინელი სუნი”,- ამბობს თბილისელი მალხაზ დონდუა. “თბილისის საერთაშორისო აეროპორტში” აცხადებენ, რომ რეგისტრაციის რიგები ყველა ქვეეყნის აეროპორტშია და ეს პრობლემაც აღარ აღიქმება, თბილისის აეროპორტი კი პატარაა და ამდენი ხალხი, ამიტომ ჩანს”. “ტავ-ჯორჯია საქართველოში 2005 წლიან თბილისის, ხოლო 2007 წლიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ოპერირებს.

Читайте также:  სოფელ ხურჩაში საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი მთავრობის წევრებმა შეაფასეს

ბესიკ ქუთათელაძე