თბილისის აეროპორტში 2013 წელს მგზავრების რაოდენობა გაიზარდა

2013 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა 17,79% გაიზარდა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 1 მლნ 436 ათას 46 მგზავრი იქნა გატარებული, მაშინ როდესაც 2012 წელს აეროპორტმა 1 მლნ 219 ათას 174 მგზავრი გაატარა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2013 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა 2011 წელთან შედარებით 35,67%-თაა გაზრდილი.

ბესიკ ქუთათელაძე

Читайте также:  ნატოს თვითმფრინავები ზაპოროჟიეს აეროპორტში