თვითმფრინავის გატაცების მცდელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

სტამბოლის სასამართლომ დააკავა უკრაინელი მამაკაცი, რომელიც ცდილობდა თურქული ავიაკომპანიის თვითმფრინავის სოჭისკენ გატაცებას.

ამის შესახებ ABC News იუწყება. თურქული სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, უკრაინაში მცხოვრებ არტიომ კოზლოვს, კვირას, პოლიციის მიერ დაკითხვის შემდეგ პატიმრობა მიუსაჯეს. გავრცელებული ინფორმაციით, არტიომ კოზლოვს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა თვითმფრინავის გატაცებისა და მძევალთა აყვანის ბრალდებით. 7 თებერვალს, სოჭის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს, ავიაკომპანია Pegasus Airllines-ის ხარკოვი-სტამბოლის თვითმფრინავის მგზავრმა ეკიპაჟი აიძულა სოჭის მიმართულებით გაფრენილიყო. მამაკაცი თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდა. საბოლოოდ თვითმფრინავმა სტამბოლის აეროპორტში შეძლო დაშვება.

Читайте также:  „ფლაი ჯორჯიას“ უცხოელ მენეჯერს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს