ავიაკომპანია ”ფლაი დუბაის” მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა, კავკასიის მიმართულებით 2013 წელს 24 %- ით გაიზარდა.
როგორც კომპანიის წარმომადგენლობაში ჟურნალისტებს განუცხადეს, საქართველოში ტურისტების მატება, ძირითადად, აზიიდან, კერძოდ კი დუბაიდან და კუვეიტიდან შეინიშნება.
”განსაკუთრებით ასეთი აქტივობა მაშინ შეიმჩნევა, როდესაც აზიაში ტემპერატურა მატულობს. დიდი პოპულარობით სარგებლობს აზიელ დამსვენებლებში სამთო-სათხილამურო კურორტები”, — აცხადებენ ავიაკომპანიაში.
რაც შეეხება ქართველ მგზავრებს, ისინი ძირითადად, შრილანკის, მალდივებისა და ნეპალის მიმართულებით დაფრინავენ. შესაბამისად, კომპანიამ რეისების რაოდენობა გააორმაგა და კვირაში 4 -ს მიაღწია. flydubai მიმდინარე წელს ბიზნეს-კლასის მომსახურების გეოგრაფიულ არეალსაც გააფართოებს. მათ შორისაა, თბილისი.
ზოგადად, კომპანიის მგზავრთა გადაყვანა 2013 წელს 38%-ით გაიზარდა და 7 მილიონს მიაღწია, სუფთა მოგებამ კი 61 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოსთან ერთად მოთხოვნა გაიზარდა: აფრიკის მიმართულებით (17%-ით), ცენტრალურ აზიაში (55 %-ით), ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში (37%-ით) და სუბკონტინენტზე (41%-ით).
ტეგები : ფლაი დუბაი.ავიაკომპანია ტურიზმი კუვეიტი დუბაი გადაზიდვები ავიაცია