ჩვენ ხშირად ვხდებით ისეთ ვითარებაში, როდესაც აუცილებელია თვითფრინავის შეკვეთა საქართველოში. სხვა ქვეყანაში დღესასწაულზე მოულოდნელი მიწვევა, საქმიანი შეხვედრა, რომელზედაც არ შეიძლება დაგვიანება, ნაადრევი მშობიარობა, როდესაც საჭიროა მომავალი დედის სასწრაფოდ გადაყვანა კლინიკაში: ყველა ამ შემთხვევაში დახმარებას გაგიწევთ კერძო ავიაცია.
კერძო ლაინერზე ფრენის კომფორტულობა მდგომარეობს შემდეგში;
• ქირავნობის პერიოდში თვითფრინავი გადადის თქვენს სრულ განკარგულებაში: ბორტზე არ იქნებიან უცხო და უცნობი პირები;
• ფრენის დროს თქვენ შემოგთავაზებენ აუცილებელ მომსახურებას: თუ თქვენ აპირებთ ჰაერში მუშაობას, თვიფრინავში განათავსებენ თანამედროვე კომპიუტერებს, უზრუნველყოფენ ინტერნეტთან წვდომას, შექმნიან კომფორტულ პირობებს საქმიანი ურთიერთობისთვის;
• თუ თქვენ მოგზაურობთ პატარა ბავშვებით, ბორტზე ორგანიზებული იქნება გასართობი სათამაშო ზონა, ამას გარდა, კვება ადაპტირებული იქნება პატარა მგზავრებისთვის;
• იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ქირაობთ ლაინერს სამედიცინო მიზნებისთვის, მასზე განთავსებული იქნება ყველა საჭირო მოწყობილობა პროფესიონალური დახმარების აღმოსაჩენად.
როგორ უნდა შეუკვეთოთ კერძო თვითფრინავი საქართველოში
კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) — არის ბროკერი, რომელიც უკვე მრავალი წელია წარმატებით მუშაობს საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ბელარუსის და ევროპის საავიაციო ბაზარზე.
ფირმის მიერ წარმოდგენილი მომსახურებების სპექტრი ძალზედ მრავალფეროვანია: Cofrance SARL-ის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ კერძო ლაინერი ან ვერტფრენი, შეუკვეთოთ ავიაჩარტერი, დააზღვიოთ საჰაერო ხომალდი, ჩაუტაროთ მას ტექნიკური დათვალიერება ან რემონტი. ჩვენი რუსულენოვანი სპეციალისტები მოძებნიან თქვენთვის კვალიფიციურ ეკიპაჟს, რომელიც იქნება ყველა თქვენი მოთხოვნის შესაბამისი.
საქართველოში კერძო თვითფრინავით ფრენის განხორციელების შესაძლებლობისაგან თქვენ გაშორებთ მხოლოდ ერთი ზარი: უბრალოდ აკრიფეთ Cofrance SARL-ის ნომერი და მიაწოდეთ ინფორმაცია, სად და როგორი შემადგენლობით გეგმავთ გამგზავრებას. კონსულტანტები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მუშაობას: მოძებნიან შესაფერის ჯეტს და შეუკვეთავენ მას.
მომსახურების გადახდის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ მოემზადოთ სამოგზაუროდ, სადაც გამგზავრებას შეძლებთ VIP ტერმინალიდან, აეროპორტში რიგში დგომის გარეშე და საბუთების შემოწმების შემოკლებული პროცედურის გავლით.
კერძო თვითფრინავის შეკვეთა: ღირებულება
მომსახურების შეუდარებელი ხარისხი, ფრენის გარანტირებული უსაფრთხოება, მანქანები ავიაბაზარზე ლიდერი მწარმოებლებისაგან – ეს არის ის, რის საფასურსაც თქვენ იხდით, როდესაც ქირაობთ კერძო თვითფრინავს საქართველოში.
ფასებზე მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორები, რომელთა შორისაა – ლაინერის გაბარიტი და მოდელი, თვითფრინავის მომსახურების ვადა, დამატებითი მომსახურებები, მარშრუტი.
თუ თქვენ გადაწყვიტეთ კერძო თვითფრინავის შეკვეთა საქართველოში, თქვენთვის სასარგებლო იქნება იმის ცოდნა, რომ ჯეტის ერთი საათის საშუალო ღირებულება შეადგენს 1 000 -დან 3 000-მდე у.е.
ამგვარად, ფრენა თბილისიდან ზურმუხტოვან სანაპირომდე დაგიჯდებათ დაახლოებით 40 000 у.е ორივე მიმართულებით.
რაც უფრო მეტ დამატებით მომსახურებას შემოგთავაზევენ ბორტზე, მით მეტი იქნება ფრენის ღირებულება.
AVIAV TM (Cofrance SARL)-ის მიმართვით, თქვენ შეძლებთ დაიქირაოთ თვითფრინავი ხელმისაწვდომ და ბაზარზე აქტუალურ ფასად. სასიამოვნო ბონუსი: ბროკერის მუდმივი კლიენტები სარგებლობენ მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით.
იმოგზაურეთ კომფორტულად Cofrance SARL-თან ერთად!