თვიფრინავით გადაადგილება – ეს ყოველთვის დაკავშირებულია ნათელ შეგრძნებებთან, თუმცა ყველა შემთხვევაში არ არის დადებითი, ხოლო მოგზაურობა თანამედროვე კომფორტული ბიზნეს-ჯეტით – ეს არის მხოლოდ დადებითი ემოციები.
მხოლოდ კერძო ავიაციას შეუძლია უზრუნველყოს ასპროცენტიანი გარანტია, რომ თქვენ დროზე მოხვდებით საჭირო მისამართზე, წახვალთ მოგზაურობაში საიმედოდ შემოწმებული თვიფრინავით უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პილოტით საჭესთან. არ გექნებათ არანაირი პრობლემა რეისზე ბილეთების შეძენასთან დაკავშირებით, არ გადააწყდებით ავიაგადამზიდავის მხრიდან უსამოვნო მოულოდნელობებს, აღარ დაგჭირდებათ დიდი რაოდენობის საბუთები და შემოწმებები: ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ – მხოლოდ უნდა შეუკვეთოთ ბიზნეს ჯეტი საქართველოში ბროკერთან AVIAV TM (Cofrance SARL) და წახვიდეთ სამოგზაუროდ.
რა არის ბიზნეს ჯეტი
ბიზნეს ჯეტი – ეს არის კომპაქტური თვითფრინავი, რომელიც განკუთვნილია VIP პირობებით მგზავრების გადასაყვანად. ჩვეულებრივ კერძო ავიაციაში გამოიყენება ორძრავიანი რეაქტიული ლაინერები, რომელშიც შეიძლება განთავსდეს მაქსიმუმ 50 მგზავრი.
კომპანია Cofrance SARL-ის ბაზაზე წარმოდგენილია თვითფრინავები მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლებისაგან: Beechcraft, Cessna, Gulfstream, Bombardier და მრავალი სხვა. ბროკერის წინადადებებთან გაცნობა შესაძლებელია კომპანიის საიტზე მოცემულ კატალოგში, სადაც მოცემულია საჰაერო ხომალდების ლამაზი ფოტოსურათები და თითოეული მოდელის დაწვრილებითი აღწერილობა.
შეკვეთის გაკეთება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად.
-
- თქვენ ირჩევთ ბიზნეს-ჯეტის მოდელს საქართველოში.
- ამის შემდეგ უკავშირდებით Cofrance SARL-ს თქვენთვის ხელმისაწვდომი საშუალებით: რეკავთ კომპანიაში ტელეფონით, დატოვებთ განაცხადს ბიზნეს ჯეტის დაქირავებასთან დაკავშირებით საიტზე ან მოგვწერთ e-mail-ზე.
- აცნობეთ კონსულტანტს ფრენასთან დაკავშირებული ყველა პირობა: თარიღები, მგზავრთა რაოდენობა, მარშრუტი.
- როდესაც სპეციალისტი დარწმუნდება, რომ საჰაერო ხომალდი არის ხელმისაწვდომი, თქვენ გადაიხდით ქირავნობის თანხას და დანიშნულ დღეს მობრძანდებით აეროპორტში.
ბიზნეს-ჯეტის უპირატესობები
რეგულარული რეისებით და კერძო თვითფრინავებით მოგზაურობას შორის სხვაობას თქვენ იგრძნობთ აეროპორტში მისვლისთანავე. ფრენის ლოდინის დრო არ გადააჭარბებს ერთ საათს, მეტიც, თქვენ გაივლით საბუთების სავალდებულო შემოწმების შემოკლებულ პროცედურას და დაელოდებით ჯეტს კომფორტულ დიდ დაბრაზში.
ლაინერის ბორტზე თქვენ თავს იგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში: თქვენი სურვილისამებრ სალონი იქნება გაფორმებული თქვენი გემოვნების შესაბამისად, მენიუ წინასწარ იქნება შეთანხმებული თქვენთან და შერჩეული იქნება თქვენი გემოვნებისა და გუნება-განწყობილების მიხედვით. ბიზნეს-ჯეტი საშუალებას მოგცემთ არ მოწყდეთ სამუშაოს რამოდენიმე ათასი მეტრის სიმაღლეზეც: თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ თათბირი ჰაერში, გამოიყენოთ ინტერნეტი, ისარგებლოთ საოფისე ტექნიკით.
კერძო თვითფრინავის თვალნათელ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ ფრენის შეკვეთა შესაძლებელია გაფრენამდე 3-4 საათით ადრეც. ამას გარდა, თქვენ უფლება გაქვთ გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიტანოთ ცვლილებები მგზავრთა შემადგენლობაში.
ბიზნეს ჯეტი: ფასი
ბიზნეს ჯეტის ღირებულება – ეს არის აქტუალური შეკითხვა მოგზაურებს შორის. თუ თქვენ არ გეგმავთ რეგულარულ ყოველდღიურ ფრენებს, მაშინ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ თვითფრინავის დაქირავების მომსახურებით.
ამ შემთხვევაში ფასები უპირატესად დამოკიდებული იქნება საჰაერო ხომალდის ტიპზე და მარშრუტის სირთულეზე. საშუალოდ საქართველოდან ევროპაში ფრენა, მაგალითად, საფრანგეთში დაჯდება სადღაც 40 000 ევრო ორივე მიმართულებით.
იმათ, ვისაც ვერ წამოუდგენია ცხოვრება ცის გარეშე, სასარგებლო იქნება ყურადღება მიაქციონ ბიზნეს ჯეტების მოდელებს, თითოეული მათგანის ღირებულებას.
ყველაზე ბიუჯეტური ბიზნეს-ჯეტი ღირს 2 000 000$, მაგრამ ასეთ თვითფრინავებს სჭირდება მუდმივი ტექდათვალიერება და რემონტი.
საუკეთესო მდგომარეობაში მყოფი ბიზნეს-ჯეტის საშუალო ღირებულება, რომელიც გათვლილია 8-10 მგზავრზე, შეადგენს დაახლოებით 20 000 000 у.е.
თუ თქვენ გადაწყვეტთ ავიალაინერის ყიდვას კონტინენტთაშორისო ფრენებისთვის, მაშინ მოემზადეთ გადაიხადოთ 80 000 000 – 100 000 000 у.е.
დამატებითი ხარჯები, რომელთა გადახდა მოგიწვეთ – ეს არის საწვავის, ტექნიკური მომსახურების ხარჯები, ლაინერის სადგომის ხარჯი, აგრეთვე ეკიპაჟის მომსახურების ანაზღაურება.
მიმართეთ Cofrance SARL-ს: თქვენ გელოდებათ სასიამოვნო ბონუსები, როგორიცაა ხარჯების ოპტიმიზაცია, ფასდაკლებები საყვარელ კლიენტებს და ბიზნეს-ჯეტით ფრენის კონტროლი პერსონალური მენეჯერის მიერ.
საქართველოში ბიზნეს-ჯეტი AVIAV TM (Cofrance SARL)-საგან: ჩვენ ვმუშაობთ – თქვენ მოგზაურობთ.