commersant.ge–სთვის ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ კომპანია “ფლაი ჯორჯიას” თანამშრომლები მთავარი პროკურორის სახელზე კოლექტიური საჩივრის შეტანას გეგმავენ. ჩვენი ინფორმაციით, საქმე ეხება კომპანიის მხრიდან 4-5 თვის გაუცემელ ხელფასებს.
რაც შეეხება ქართულ ბაზარზე “ფლაი ჯორჯიას” მომავალს, ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობა განცხადებას კვლავ არ აკეთებს. შეგახსენებთ: 2013 წლის ბოლოს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბიჟან მოგუმ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე მაშინ არაფერი იყო ნათქვამი. მაშინ კომპანიაში განაცხადეს, რომ ქართულ ბაზარზე განახლებული სახით 3–4 თვეში დაბრუნდებოდნენ. ავიაკომპანიას, რომელიც ქართულ ავიაბაზარზე 2011 წელს საკმაოდ რეზონანსულად შემოვიდა, პრობლემები მისი თვითმფრინავის ბრიუსელის აეროპორტში დაყადაღების შემდეგ შეექმნა, რისი მიზეზიც, არსებული ინფორმაციით, „ფლაი ჯორჯიას“ დავალიანებაა. ამ ეტაპზე „ფლაი ჯორჯია“ ფრენებს არ ახორციელებს. რა პასუხი აქვს კომპანიას თანამშრომლების პროტესტზე, ამის გარკვევას commersant.ge ხვალ განმავლობაში შეეცდება.