აეროპორტის თანამშრომელი მგზავრების ბარგიდან ნივთებს იპარავდა

ქურდითბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

გამოძიების მიხედვით, 24 წლის ანტონი ს. 2011 წლიდან თბილისის ეროპორტში ბარგის მტვირთავად მუშაობდა. ბრალდებული კონტეინერში მგზავრთა ბარგის ჩატვირთვისას, ფარულად დაეუფლა დანიის მოქალაქის ბარგში არსებულ, 300 ევროს ღირებულების „სამსუნგის“ ფირმის ციფრულ ფოტოაპარატს, რითიც მოქალაქეს მნიშნელოვანი ზიანი მიადგა.

 

ასევე დადგინდა, რომ ანტონი ს. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სისტემატურად იპარავდა საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში მიმავალ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილ პირად ნივთებსა და ელექტროტექნიკას.

 

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ანტონი ს. ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.

 

დაკავებულს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

admin

Share
Published by
admin

Recent Posts

მოლდაველი გამომგონებლის იდეამ შეიძლება გადატრიალება მოახდინოს მსოფლიო ავიაციაში

იდეის განხორციელების შემთხვევაში-ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავი აღარ აფეთქდება, ხოლო მგზავრები აღარასდროს დაიღუპებიან. როგორც ცნობილია, თვითმფრინავის საწვავი…

5 years ago

ავიაკატასტროფამ ეგვიპტისადმი რუსი ტურისტების ინტერესი არ შეამცირა

„კოგალიმავიას“ ლაინერის დაღუპვა, რომელიც შარმ–ელ შეიხიდან სანკტ–პეტერბურგისკენ მიემართებოდა, ეგვიპტისადმი რუსი ტურისტების ინტერესის შემცირებას არ გამოიწვევს…

5 years ago

უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა

რუსეთისა და უკრაინის მიერ ავიაკომპანიებისთვის დაწესებული ორმხრივი სანქციები ძალაში შევიდა, რის გამოც რუსეთსა და უკრაინს…

5 years ago

მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგი

ბრიტანული კვლევითი სააგენტო „სქაითრაქსის“ მიერ შედგენილი რეიტინგის თანახმად, მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანია სამხრეთკორეული „აზიან ეარლაინსია“. ეს…

5 years ago

ყატარის ავიახაზები გთავაზობთ გლობალურ აქციას “სამყაროს ზღაპრული ფასები”

ისარგებლეთ ფასდაკლების აქციით და აღმოაჩინეთ ევროპა, შუა აღმოსავლეთი, აფრიკა, აზია –წყნარი ოკეანის რეგიონი, ჩრდილოეთ და…

5 years ago

”ავიაკომპანიების კონკურენტუნარიანობა დაბალია”

კვირაში 18 რეისი მოსკოვის მიმართულებით, რომელსაც სამი რუსული ავიაკომპანია შეასრულებს, ”აირზენასთვის” შეშფოთების საგანი გახდა. ”აირზენას” იგივე…

5 years ago