ხუთწლიანი შესვენების შემდეგ რუსული ავიაკომპანია ”აეროფლოტი” აპრილისთვის მოსკოვი-თნილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელებას გეგმავს, თუმცა, ჯერჯერობით, ავიაკომპანიისთვის ჩარტერული რეისებისთვის განსახორციელებლადაც კი ნებართვა არ მიუციათ, – წერს რუსული ”კომერსანტი”. 

 

”აეროფლოტში” აცხადებენ, რომ 1-ლი მარტიდან 25 ოქტომბრამდე თბილისში ჩარტერული რეისების შესრულებაზე განაცხადი უკვე ჩააბარეს, თუმცა, იანვარში გამართულ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის პროტოკოლის მიხედვით, მათ უარი განუცხადეს. მიუხედავად ამისა, იანვრის ბოლოს ”აეროფლოტის” დირექტორთა საბჭომ ავიაკომპანიის წარმომდგენლობის საქართველოში გახსნა გადაწყვიტა, რაც”ხელს შეუწყობს კომპანიის სამარშრუტო ქსელის გაფართოების სტრატეგიას”. 

როგორც სააგენტო იუწყება, ”აეროფლოტის” გეგმების შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანია ” TAV Georgia” – შიც დაადასტურეს. ” TAV Georgia” – ის წარმომადგენლის განცხადებით, გადამზიდავი ფრენებს ყოველდღე, Airbus A320 -ით შეასრულებს, ზუსტი თარიღი კი ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც რუსეთში შესაბამისი სამსახურები ნებართვას გასცემენ. ქართული მხარიდან სავარაუდოდ, ფრენებს ”აირზენა” შეასრულებს. 

Читайте также:  სოფელ ხურჩაში საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი მთავრობის წევრებმა შეაფასეს

”აეროფლოტისთვის” უარის თქმის მიზეზებს რუსულ საინფორმაციო სააგენტო ამაოდ იკვლევდა, არც ”როსავიაციასა” და არც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში მას კითხვაზე პასუხი არ გასცეს. 

პირდაპირი ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა და მხოლოდ 2010 წლის აგვისტოში განახლდა, თუმცა, შეზღუდვებით: ჩარტერულ რეისებს დღეს ავიაკომპანიები ”სიბირი” და ”აირზენა” ახორციელებს. 

წყარო: ბპნ.გე